
პოლიტიკის არცოდნა – ჩვენი ყველაზე დიდი პოლიტიკური სისუსტე
დიდი ხანია, რაც თომას მაგშტადტის „გავიგოთ პოლიტიკა“ წავიკითხე. პოლიტიკის ფილოსოფიასაც წლების განმავლობაში დამოუკიდებლად ვსწავლობდი – ინტერესით, კითხვით, დაკვირვებით. ალბათ ამიტომაც დღეს განსაკუთრებით მაფიქრებს ერთი რამ : ჩვენს საზოგადოებაში პოლიტიკის შესახებ ბევრი საუბარია, მაგრამ პოლიტიკის ცოდნა – ძალიან ცოტა. ვიცით პოლიტიკოსების სახელები. ვიცით, ვინ ვისთან მეგობრობს, ვინ ვისთან არის დაახლოებული, ვის აქვს გავლენა, ვინ ვის ებრძვის.










