
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ემანუელ მაკრონი ევროპას მოუწოდებს, ხელახლა აღმოაჩინოს ევროკავშირის დამფუძნებლების გამბედაობა და ნაციონალიზმის დაბრუნებას წინააღმდეგობა გაუწიოს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროპას მოუწოდებს, ხელახლა აღმოაჩინოს ევროკავშირის დამფუძნებლების გამბედაობა და ნაციონალიზმის დაბრუნებას წინააღმდეგობა გაუწიოს. მაკრონმა ეს განცხადება მეცში, ევროპული ინტეგრაციისა და მშვიდობისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე გააკეთა, რომელსაც რომის პაპი ლეო XIV-ც ესწრებოდა. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროპა მშვიდობის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის ძალად უნდა დარჩეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა შეკრებილები ასევე გააფრთხილა იზოლაციონიზმისა და სიძულვილის შედეგების შესახებ










