
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობამ ახალი დემონსტრაციები დააანონსა
საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობამ, რომელიც ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციების ორგანიზებაში მონაწილეობს, ახალი დემონსტრაციები დააანონსა. აქციები 31 ოქტომბერს გაიმართება. „ფრანს 24“-ის ცნობით, ორგანიზატორები ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო მსვლელობებისა და პარლამენტისა და მერიის შენობების წინ მჯდომარე აქციების გამართვას გეგმავენ. ისინი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მმართველობის „ავტორიტარულ ტენდენციას“ გმობენ და მოქალაქეებს „საზოგადოებრივი თავისუფლებების“ დასაცავად გამოსვლისკენ მოუწოდებენ. მედიის ცნობით, შაბათს,










