
მიხეილ სარჯველაძე იტალიაში ნარკოდამოკიდებულების პრევენციისა და რეაბილიტაციის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე იტალიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ნარკოტიკებზე დამოკიდებულების პრევენციისა და რეაბილიტაციის საკითხებზე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯა მელონიმ გახსნა. მონაწილეებს სიტყვით ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ და სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებმა მიმართეს. შეხვედრის ფარგლებში ევროპარლამენტის წევრმა, ლეტიცია მორატიმ იტალიაში მოქმედი სარეაბილიტაციო ორგანიზაციის, სან პატრინიანოს საქმიანობა წარადგინა. ორგანიზაცია










