
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე, გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე 22 ოქტომბერს დააკავა. გამოძიების










