
40-წლიანი სტიგმა და „სოციალური სიკვდილი“ – შეძლებს თუ არა სახელმწიფო დაიცვას მოქალაქე საკუთარივე ბიუროკრატიული მანქანისგან ?
წარმოდგენილი მასალებისა და დოკუმენტაციის საფუძველზე, გთავაზობთ მესამე სტატიას, რომელიც აჯამებს ჩვენთვის ახლობელი ადამიანის წინააღმდეგ განხორციელებულ სისტემურ უსამართლობას და იმ სამართლებრივ ბრძოლას, რომელსაც მისი ოჯახი და იურიდიული გუნდი აწარმოებს.
იხ: წინარე პუბლიკაციების ლინკები : https://geonews.org.ge/%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%96%e1%83%98%e1%83%95%e1%83%98-%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9c-%e1%83%90%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9a/
რედაქციისთვის ახლობელი პირის საქმე სისტემის წინააღმდეგ ?
სახელმწიფო ბიუროკრატიამ და სამედიცინო ინსტიტუციების გულგრილობამ შესაძლოა ადამიანი ათწლეულების განმავლობაში აცოცხლოს წარსულის აჩრდილებთან ბრძოლაში. სწორედ ასეთ შემთხვევას წარმოადგენს ჩვენთვის ახლობელი ადამიანის ისტორია, რომელიც დღეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.
წარსულიდან გამოყოლილი „შავი სია“ :
ადამიანმა ჯერ კიდევ 1985-1986 წლებში გაიარა სრული სამედიცინო რეაბილიტაცია. მას შემდეგ, 40 წლის განმავლობაში, იგი ეწევა კანონმორჩილ ცხოვრებას და არანაირი შემხებლობა ნარკოტიკულ საშუალებებთან არ ჰქონია. მიუხედავად ამისა ( ასევე ხანდაზმულობისა ), შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“ მას დღემდე ინახავს „ნარკოდამოკიდებულ პირთა ბაზაში“.
ეს არ არის მხოლოდ სტატისტიკური შეცდომა – ეს არის ,,სოციალური სიკვდილის“განაჩენი.
რა დაუშავდა ამ პირს ?
სამართლებრივი განცხადება და „GEO NEWS“-ის მიერ მოპოვებული ინფორმაცია ნათლად აჩვენებს იმ მძიმე შედეგებს, რაც ამ ხელოვნურმა ბარიერმა გამოიწვია :
შრომის უფლების წართმევა :
მცდარი სტატუსის გამო, ეს ადამიანი ათწლეულებია მოკლებულია დასაქმების შესაძლებლობას. პირი, რომელმაც 40 წლის წინ დაამარცხა სენი, დღეს სისტემის გამო უმუშევარია და სოციალური გარანტიების გარეშე ცხოვრობს.
სისტემური დევნა და სტიგმატიზაცია :
ბაზაში მისი მონაცემების არსებობა გამოიყენება იარაღად, რაც მას საზოგადოების სრულფასოვან წევრად ყოფნაში უშლის ხელს.
ფსიქოლოგიური ტერორი :
მუდმივი მტკიცება იმისა, რომ აღარ ხარ დამოკიდებული ნივთიერებაზე, რომელთანაც ოთხი ათწლეულია კავშირი არ გქონია, ლახავს ადამიანის ღირსებას და აზიანებს მის ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
სამართლებრივი ბრძოლა და „GEO NEWS“-ის პოზიცია :
ჩვენ ვეცდებით საქმის სისხლისსამართლებრივ ჭრილში გადაყვანას.
გამოძიების მოთხოვნის საფუძველია :
1. სსკ-ის 332-ე მუხლი:
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება კლინიკის ხელმძღვანელობის მხრიდან.
2. სსკ-ის 342-ე მუხლი:
სამსახურებრივი გულგრილობა.
3. პერსონალური მონაცემების ხელყოფა :
40 წლის წინანდელი, აქტუალობა დაკარგული მონაცემების უკანონო დამუშავება და შენახვა.
,,ეს არის ადამიანის ეკონომიკური ბლოკადა და არაადამიანური მოპყრობა”.
რას ველოდებით ?
ოჯახი და მედია-ჰოლდინგი „GEO NEWS“ აპირებენ საქმეს მაქსიმალური საჯაროობა მიანიჭონ.
მოთხოვნა მკაფიოა : დაიწყოს გამოძიება პასუხისმგებელი პირების მიმართ, დაიკითხოს ჩვენი ახლობელი დაზარალებულის სტატუსით და, რაც მთავარია, სისტემამ აღიაროს საკუთარი დანაშაული და წაშალოს ადამიანის ცხოვრებიდან უკანონო სტიგმა.
ეს საქმე ტესტია ქართული მართლმსაჯულებისთვის !
შეძლებს თუ არა სახელმწიფო დაიცვას მოქალაქე საკუთარივე ბიუროკრატიული მანქანისგან ?
დასასრულ, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ჯერ არ არის საქმის კურსში და რედაქცია იმედოვნებს, რომ მისი გულისხმიერება და პროფესიონსლიზმი საბოლოო ჯამში საკითხის კანონის შესაბამისად და დროულად გადაწყვეტას მოემსახურება.
( გაგრძელება იქნება )
ირაკლი მაისურაძე
,,GEO NEWS”





