• February

    5

    2026
  • 44
  • 0
გრუნის კურსდამთავრებულთა 84.3% წარმატებითაა დასაქმებული

გრუნის კურსდამთავრებულთა 84.3% წარმატებითაა დასაქმებული

გრუნის კურსდამთავრებულთა 84.3% წარმატებითაა დასაქმებული, ხოლო სტუდენტებისთვის აქტიურად ტარდება პრაქტიკული სტაჟირებები და დასაქმების ფორუმები – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სარეიტინგო სისტემის, QS Stars-ის კომპლექსური აუდიტის ეს შედეგიც ამ ფაქტის კიდევ ერთი დასტურია.

ამ შედეგის მიღწევაში დიდი წვლილი გრუნის კარიერის დაგეგმვის სამსახურის მიუძღვის – აღნიშნული სამსახურის მიზანია სტუდენტებს დაეხმაროს, იპოვონ კარიერული ნიშა, გააცნობიერონ პროფესიული მიზნები, განივითარონ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი უნარები და საბოლოოდ, თავდაჯერებულად გადადგან პირველი პროფესიული ნაბიჯები.

სტუდენტის პროფესიულ განვითარებაზე კარიერის დაგეგმვის ცენტრი სანდო კავშირებით ზრუნავს — უნივერსიტეტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული 200-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიასთან.

ასევე, ყოველწლიურად, უნივერსიტეტში, მინიმუმ ორჯერ იმართება დასაქმების ფორუმი, სადაც სტუდენტები პირადად ხვდებიან კომპანიების წარმომადგენლებს და შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ რეალურ პროექტებში, გაიარონ სტაჟირება და დასაქმდნენ სტუდენტურ განრიგზე მორგებული პირობებით.

სწორედ ეს მაღალი სტანდარტი და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა ქმნის მთავარ ღირებულებას: შევქმნათ გარემო, რომელიც სტუდენტის წარმატებულ მომავალს უზრუნველყოფს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor