• February

    16

    2026
  • 68
  • 0
საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის უკანონო შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის უკანონო შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მარკირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შემდგომი რეალიზაციისა და მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით ქალაქ თბილისში, მის საკუთრებაში არსებულ მიკროავტობუსში უკანონოდ ინახავდა Multi Tabak-ის, Multi Class-ისა და Armenia-ს დასახელების 31 810 კოლოფ უაქციზო სიგარეტს, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 159 000 ლარს აღემატება.

„საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით  6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საგამოძიებო სამსახური აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მხილების მიზნით“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor