• February

    24

    2026
  • 65
  • 0
ემანუელ მაკრონი – უკრაინაში ომი რუსეთის სამმაგი მარცხია, ამ ომმა განამტკიცა ნატო, გააერთიანა ევროპელები, გააშიშვლა იმპერიალიზმის სისუსტე

ემანუელ მაკრონი – უკრაინაში ომი რუსეთის სამმაგი მარცხია, ამ ომმა განამტკიცა ნატო, გააერთიანა ევროპელები, გააშიშვლა იმპერიალიზმის სისუსტე

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ ოთხი წლის წინ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი მოსკოვისთვის სამმაგ მარცხად იქცა. აღნიშნულის შესახებ მაკრონი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

საფრანგეთის ლიდერის თქმით, რუსეთმა მარცხი განიცადა სამხედრო, ეკონომიკური და სტრატეგიული თვალსაზრისით.

„ამ ომმა განამტკიცა ნატო, რომლის გაფართოების თავიდან აცილება სურდა რუსეთს, გააერთიანა ევროპელები, რომელთა დასუსტებაც სურდა რუსეთს და გააშიშვლა სხვა ეპოქის იმპერიალიზმის სისუსტე“, – წერს მაკრონი.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, „რუსეთი პირობას დებდა, რომ უკრაინას რამდენიმე დღეში დაიპყრობდა, რეალურად კი, 2022 წელს ფრონტის სტაბილიზაციის შემდეგ, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიის მხოლოდ ერთი პროცენტის დაკავება შეძლეს, ხოლო გასულ თვეში უკრაინამ ტერიტორიების ნაწილის გათავისუფლებაც კი მოახერხა“.

„რა ფასად დაუჯდა ეს რუსებს? 1,2 მილიონზე მეტი რუსი სამხედრო ან დაიჭრა ან მოკლეს – ეს ყველაზე დიდი სამხედრო დანაკარგია რუსეთისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“, – აღნიშნავს ემანუელ მაკრონი.

ამასთან, როგორც მაკრონმა განაცხადა, ამ დანაკარგების გამო რუსეთი მებრძოლების გადაბირებას აფრიკის კონტინენტიდან ცდილობს, რათა ისინი უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნოს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ გაგრძელდება უკრაინაში ტექნიკისა და საბრძოლო მასალების მიწოდება, ასევე საჰაერო თავდაცვისა და დრონების საწინააღმდეგო სისტემების გაძლიერება.

„რუსეთი უნდა მიხვდეს, რომ დრო მის სასარგებლოდ არ მუშაობს“, – წერს ემანუელ მაკრონი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor