• March

    15

    2026
  • 54
  • 0
„როიტერი“ – დონალდ ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების წინადადება უარყო, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მცდელობებზე უარი თქვა თეირანმაც

„როიტერი“ – დონალდ ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების წინადადება უარყო, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მცდელობებზე უარი თქვა თეირანმაც

„როიტერის“ ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების წინადადება უარყო.

როგორც სააგენტო წერს, ამ შეთავაზებით აშშ-ის მოკავშირე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები გამოვიდნენ.

გავრცელებული ცნობით, ომანი ბოლო ორი კვირის განმავლობაში არაერთხელ შეეცადა დიალოგის დამყარებას აშშ-სა და ირანს შორის, თუმცა თეთრი სახლი მკაფიოდ მიანიშნებდა, რომ ამით დაინტერესებული არ არის.

„როიტერის“ ერთ-ერთი წყაროს თქმით, ტრამპს სურს ომის გაგრძელება, რათა კიდევ უფრო დაასუსტოს ისლამური რესპუბლიკის სამხედრო პოტენციალი.

„მოლაპარაკებების დღე შესაძლოა, დადგეს, მაგრამ არა ახლა“, – განაცხადა „როიტერთან“ საუბრისას აშშ-ის ოფიციალურმა პირმა.

სააგენტოს სხვა წყაროების ინფორმაციით, ეგვიპტემ, რომელიც ომამდე ვაშინგტონსა და თეირანს შორის შუამავლის როლს ასრულებდა, ომის დროსაც სცადა აშშ-სა და ირანის კომუნიკაციის აღდგენა, თუმცა, ეს მცდელობები უშედეგოდ დასრულდა.  მიუხედავად ამისა, სააგენტოს ცნობით, კაირომ მაინც მიაღწია „ირანის მოქმედებების შედეგად დაზარალებული მეზობელი ქვეყნების მხრიდან გარკვეულ სამხედრო თავშეკავებას“.

ირანული წყაროები ასევე აღნიშნავენ, რომ თავის მხრივ, თეირანმაც უარყო რამდენიმე ქვეყნის მცდელობა, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება მიღწეულიყო.

„როიტერის“ ცნობით, ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა პირველ რიგში მოითხოვს, სრულად შეწყდეს აშშ-სა და ისრაელის თავდასხმები და მათ ირანს გადაუხადონ კომპენსაცია მიყენებული ზიანისთვის.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor