• March

    17

    2026
  • 23
  • 0
თენგიზ შარმანაშვილი – არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესები უკან მიდის, ბრიუსელმა თავიანთ რეიტინგებს შეხედოს

თენგიზ შარმანაშვილი – არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესები უკან მიდის, ბრიუსელმა თავიანთ რეიტინგებს შეხედოს

არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესები უკან მიდის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბიუსელში ურჩევნიათ, ისევ თავის რეიტინგებს გადახედონ, ან მათ მიერ აღიარებულ შეკვეთილ რეიტინგებს და პასუხიც იქ არის.

„ჩვენ ნუ დაგვიჯერებენ, ნურც ჩვენს განმარტებებს, თავადვე აქვეყნებენ რეიტინგებს და ნახონ, როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობა, ასევე ეკონომიკური საკუთხები, თუ გამჭვირვალეობა და კორუფციასთან ბრძოლა. ურჩევნიათ, ისევ თავის რეიტინგებს გადახედონ, ან მათ მიერ აღიარებულ შეკვეთილ რეიტინგებს და პასუხიც იქ არის. იცით, რა ხდება? ამ რეიტინგებს აქვეყნებენ, ობიექტურ სურათს დადებენ და შემდეგ საპირისპირო დასკვნას დებენ. ქვეყანაში არავითარი უკუსვლა არ არის, თავიანთ რეიტინგებს შეხედონ და მიხვდებიან, წინსვლაა თუ უკუსვლა“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor