• April

    6

    2026
  • 140
  • 0
მიხეილ ყაველაშვილმა ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრა გამართა

მიხეილ ყაველაშვილმა ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრა გამართა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალი დონისა და სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობის შესახებ.

„როგორც მიხეილ ყაველაშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება და მისი მრავალმხრივი განვითარება საქართველოსათვის პრიორიტეტულია. პირისპირ საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე, მაშინ, როდესაც საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურად იცვლება, რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. ასევე, მიხეილ ყაველაშვილმა ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ქალაქ ბაქოში საქართველოს საელჩოში მიბრძანებისა და გულწრფელი თანაგრძნობის გამოხატვისათვის. შეხვედრის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი დატოვა“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

მიხეილ ყაველაშვილისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor