• April

    23

    2026
  • 92
  • 0
დიმიტრი პესკოვი – ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ მოსკოვში შეხვედრისთვის ნებისმიერ დროს მზად არის, მთავარი ის არის, არსებობდეს მიზეზი შეხვედრისთვის და შეხვედრა იყოს შედეგიანი

დიმიტრი პესკოვი – ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ მოსკოვში შეხვედრისთვის ნებისმიერ დროს მზად არის, მთავარი ის არის, არსებობდეს მიზეზი შეხვედრისთვის და შეხვედრა იყოს შედეგიანი

ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ მოსკოვში შეხვედრისთვის ნებისმიერ დროს მზად არის. მთავარი ის არის, რომ არსებობდეს მიზეზი შეხვედრისთვის და შეხვედრა იყოს შედეგიანი, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„მთავარია შეხვედრის მიზანი. რისთვის უნდა შევხვდეთ? პუტინმა თქვა, რომ მოსკოვში შეხვედრისთვის ნებისმიერ დროს მზად არის. მთავარი ის არის, რომ არსებობდეს მიზეზი შეხვედრისთვის და შეხვედრა იყოს შედეგიანი. ის, შეიძლება, გაიმართოს მხოლოდ იმისთვის, რომ შეთანხმებები საბოლოოდ გაფორმდეს“, – განაცხადა პესკოვმა.

მისივე თქმით, მოსკოვი ამ ეტაპზე კიევის მხრიდან კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკური ნების არსებობას ვერ ხედავს.

მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის, ვლადიმერ პუტინს, მოსკოვისა და მინსკის გარდა, ნებისმიერ ადგილას შეხვდეს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor