• April

    23

    2026
  • 25
  • 0
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ირანის წინააღმდეგ დაწესებული საზღვაო ბლოკადის ფარგლებში 31 გემს მიმართულება შეუცვალეს ან პორტში დაბრუნება უბრძანეს

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ირანის წინააღმდეგ დაწესებული საზღვაო ბლოკადის ფარგლებში 31 გემს მიმართულება შეუცვალეს ან პორტში დაბრუნება უბრძანეს

აშშ აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ დაწესებული საზღვაო ბლოკადის ფარგლებში 31 გემი შეაჩერა.

კერძოდ, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, 31 გემს მიმართულება შეუცვალეს ან პორტში დაბრუნება უბრძანეს.

მათივე ცნობით, გემების უმეტესობა ნავთობტანკერი იყო და ისინი „აშშ-ის მითითებებს დაემორჩილნენ“.

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ ეს ბლოკადა ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის „ნამდვილი მოლაპარაკებების“ გზაზე. მისივე თქმით, ასეთ პირობებში დიალოგის გაგრძელება რთული ხდება.

ამასთან, თეთრი სახლის პრესსპიკერის, ქეროლაინ ლევიტის განცხადებით, დონალდ ტრამპი კმაყოფილია მიმდინარე ბლოკადით. მისივე თქმით, ოპერაცია არის ეფექტიანი და წარმატებული.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor