• May

    18

    2026
  • 54
  • 0
კაია კალასი – უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხშია შესული, ჩინეთს, რომელსაც რუსეთთან ახლო ურთიერთობა აქვს, შეუძლია, დაარწმუნოს ისინი, შეწყვიტონ ომი

კაია კალასი – უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხშია შესული, ჩინეთს, რომელსაც რუსეთთან ახლო ურთიერთობა აქვს, შეუძლია, დაარწმუნოს ისინი, შეწყვიტონ ომი

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები შეფერხებულია და რეალურად არაფერი ხდება, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.

როგორც კაია კალასი აღნიშნავს, ამავდროულად, ჩანს, რომ რუსეთი უკრაინასთან ომში არც ისე ძლიერ პოზიციაშია.

მისივე თქმით, ჩინეთს შეუძლია, რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვას.

„უკრაინასთან დაკავშირებით ვხედავთ, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. რეალურად, იქ არაფერი ხდება, თუმცა, ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ყველაზე ძლიერ პოზიციაში არ არის და საჭიროა ზეწოლის გაგრძელება, რათა ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდნენ. ასევე, უნდა მოვუწოდოთ ჩინეთს, რომელსაც რუსეთთან ახლო ურთიერთობა აქვს, ისეთ როლს თამაშობს, რომელსაც ნამდვილად შეუძლია, დაარწმუნოს ისინი, შეწყვიტონ ომი“, – აღნიშნა კალასმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor