• June

    9

    2026
  • 42
  • 0
მაშველებმა სოფელ ართანას მიმდებარედ, მთაში მყოფი მოქალაქე, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაადგილებას ვერ ახერხებდა, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს

მაშველებმა სოფელ ართანას მიმდებარედ, მთაში მყოფი მოქალაქე, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაადგილებას ვერ ახერხებდა, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანას მიმდებარედ, მთაში მყოფი მოქალაქე, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა ინფორმაცია, რომ სოფელ ართანას მიმდებარედ, მთაში მყოფი პირი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებდა.

„შეტყობინების მიღებისთანავე დაიგეგმა სამაშველო ოპერაცია, რომელშიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფთან ერთად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო. წარმატებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor