• June

    30

    2026
  • 33
  • 0
სუს-ის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე ნიუ იორკში, გაერო-ს კონტრტერორისტულ კვირეულში მონაწილეობს

სუს-ის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე ნიუ იორკში, გაერო-ს კონტრტერორისტულ კვირეულში მონაწილეობს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე, დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ლაშა მაღრაძე, გაერო-ს კონტრტერორისტულ კვირეულის ფარგლებში, მონაწილეობს ნიუ იორკში მიმდინარე მსოფლიო კონტრტერორისტული უწყებების ხელმძღვანელი პირების კონფერენციაში, რომლის მთავარ თემას წარმოადგენს „ტერორიზმისგან თავისუფალი მომავალი: მრავალმხრივი მიდგომებისადმი გლობალური ერთგულების განმტკიცება წევრი ქვეყნების ხელმძღვანელობითა და ქმედებით“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კონტრტერორისტული კვირეულის ფარგლებში, გაერო-ს შტაბ-ბინაში გაიმართება პანელური დისკუსიები ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით არსებული გამოწვევების, მათი გადაჭრის გზებისა და მრავალმხრივი ქსელების გამოყენებით კოორდინაციის, კავშირების გაძლიერების შესახებ.

მათივე ცნობით, საქართველოს დელეგაცია ასევე მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაში, რომლის ფარგლებშიც დამტკიცდება გაერო-ს კონტრტერორისტული სტრატეგიის განახლებული ვერსია.

კონფერენციის ფარგლებში აგრეთვე დაგეგმილია პარალელური ღონისძიებები, სადაც მონაწილე ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები ტერორიზმისა და მისი დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების შესახებ იმსჯელებენ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor