• August

    19

    2026
  • 260
  • 0
ქეთი ხომერიკი : ,,მამუკა მდინარაძე, ზოგჯერ საკუთარი წარსულიც უნდა გახსოვდეს – თანადგომას ვუცხადებ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახს” !

ქეთი ხომერიკი : ,,მამუკა მდინარაძე, ზოგჯერ საკუთარი წარსულიც უნდა გახსოვდეს – თანადგომას ვუცხადებ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახს” !

მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ თითქოს წარმოუდგენელია მას ირაკლი ღარიბაშვილისთვის, რომელიც დღეს პატიმრობაში იმყოფება, ოდესმე ზეწოლა მოეხდინა, ერთი მარტივი მიზეზით არ ვეთანხმები, მეტიც არ მჯერა, რადგან ზოგჯერ ადამიანის დღევანდელი პოზიცია მისივე გუშინდელ საქციელს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს.

მამუკას ძალიან კარგად უნდა ახსოვდეს 2004 წელი.

იმ დროს თავად იყო პატიმრობაში, ქრთამის აღების ბრალდებით.

იმ პერიოდში ჩემი მეუღლე მას განსაკუთრებულად ეხმარებოდა და პატრონობდა.

ორთაჭალის ციხეში ირაკლის ჰქონდა ის შესაძლებლობები და გავლენა, რომლითაც მამუკას, როგორც პატიმარს, ხელი დაეფარა და დაიცვა.

სწორედ ამ ურთიერთობის გამო მამუკა ირაკლის თავის მეგობარს უწოდებდა.

ეს უბრალოდ ნაცნობობა არ ყოფილა.

უფრო მეტიც – 2013 წელს, როდესაც ირაკლი და მამუკა ერთ ბიზნესში იყვნენ ჩართული და ორივეს საკუთარი იურიდიული ოფისი ჰქონდა, ისინი ერთად წარმოადგენდნენ ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძის სამართლებრივ ინტერესებს ბრიტანულ-ქართული აკადემიის სამართლებრივ დავაში.

ამიტომაც, როცა დღეს მამუკა ასე კატეგორიულად საუბრობს იმაზე, თუ რას „იკადრებდა“ ან „არ იკადრებდა“ ვინმე, მე თავს უფლებას მივცემ, მას საკუთარი წარსული შევახსენო.

2017 წლის დასაწყისში ჩემი მეუღლე თაღლითი თურქის პროვოკაციას წამოეგო და ფინანსური დანაშაულის ბრალდებით დააკავეს – ბრალდებით, რომელსაც ის არასდროს აღიარებდა და დღემდე სადავოდ მიიჩნევა.
იმ უმძიმეს პერიოდში მე მამუკას არაერთხელ დავურეკე.

ვურეკავდი არა იმიტომ, რომ მისგან რაიმე განსაკუთრებულს ვითხოვდი. ველოდი მხოლოდ იმას, რასაც მეგობრისგან და იმ ადამიანისგან უნდა ელოდო, რომელსაც წლების განმავლობაში გვერდით ედგა ჩემი მეუღლე.

მაგრამ მამუკამ ჩემს ოჯახს ზურგი აქცია – კომფორტული დისტანცია აირჩია, რაც შემდგომში მისი ბრენდული ნიშანი გახდა ! 

ტელეფონს მიხეთქებდა, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობის სხვა არაერთი დეპუტატი საკუთარ კაბინეტში საათობით მისმენდა, ეცნობოდა საქმის გარემოებებს და რეაგირებისთვის შესაბამის წერილებსაც აგზავნიდა.

სხვათა შორის, მე არც იმას ვივიწყებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იმ პოლიტიკური პროცესის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო, რომლის დროსაც ჩემი მეუღლე დააკავეს, ხოლო მისი ერთდროს მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძე, პირადად აძლევდა ჩვენებას ირაკლის წინააღმდეგ სასამართლოში.

ამიტომ დღეს, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი პატიმრობაში იმყოფება, მე, როგორც ადამიანი, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს პატიმრის ოჯახის წევრობა, თანადგომას ვუცხადებ ნანუკა თამაზაშვილს.

ეს არ ნიშნავს, რომ დამავიწყდა ან შევცვალე ჩემი დამოკიდებულება იმ მოვლენების მიმართ, რომლებმაც ჩემს ოჯახს უდიდესი ზიანი მიაყენა.

უბრალოდ, ადამიანის ტკივილის გაგება არ არის დამოკიდებული იმაზე, მოგვწონს თუ არა ის ადამიანი და მისი პოლიტიკური წარსული.

სწორედ ამიტომ მინდა მამუკა მდინარაძეს ვუთხრა :

ნუ გვასწავლი დღეს ზნეობას, განსაკუთრებით იმ ადამიანზე საუბრისას, ვისზეც თითქოს ვერასდროს მოახდენდი ზეწოლას, როდესაც შენ თვითონ იცი, რა ურთიერთობა გაკავშირებდა წარსულში ჩემს მეუღლესთან და რა გააკეთე, ან, უფრო სწორად, რა არ გააკეთე, მაშინ, როდესაც შენი მეგობრის ოჯახს ყველაზე მეტად სჭირდებოდა შენი გვერდით დგომა. სულ მინიმუმ ირაკლი ღარიბაშვილი ვანო მერაბიშვილის ოჯახის წევრების ინტერესს არ იცავდა ადვოკატის სამართლებრივ სტატუსს ამოფარებული.

მე არ ვითხოვ შენგან მეგობრობას, არც წარსულის დაბრუნებას.

მხოლოდ ერთ რამეს გეტყვი, როცა საჯაროდ საუბრობ ადამიანურ ღირსებაზე, ზეწოლაზე, მეგობრობასა და ერთგულებაზე, საკუთარი ცხოვრების ის ეპიზოდებიც გაიხსენე, რომლებიც შენზე უკეთ არავის უნდა ახსოვდეს.

ჩემი ქმარი იყო იქ,ის ყველაფერს ხედავდა და სწორედ ამიტომ მაქვს უფლება, დღეს ეს გითხრა.

დაბოლოს, როგორც ცნობილი გამონათქვამი გვეუბნება – ციხეში თითო აგური ყველა ადამიანს აქვს დადებული და, რა თქმა უნდა, ღირსეულს არ შეშვენის არც პატიმარზე თავდასხმა და არც პატიმრობის დროს მიღებული სიკეთის დავიწყება. ასე რომ, იმ ადამიანის სიტყვის საპირისპიროდ, ვისაც თევზივით მოკლე მეხსიერება აქვს და მხოლოდ საკუთარი გადამალული ქონებებიღა ახსოვს, ნამდვილად მჯერა ირაკლი ღარიბაშვილის ნათქვამი სიმართლის ! 

მამუკა, რამდენი დაფინანსებაზე მყოფი ტროლ-ბოტი და ე.წ. კოლეგები არ უნდა მომიქსიო ჩემს სიმტკიცეს ვერაფერს დააკლებ, ისევე როგორც შენ შინაგან რწმენას, რომ არასწორი კაცი ხარ და თანამდებობის დაკარგვასთან ერთად არარაობაში ჩაიძირები.

იმასღა დავძენ, რომ იმ ერთ ბრძენ ადამიანს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად არ მოეწონება დიდხანს ისეთი ადამიანების ძალაუფლებით აღჭურვა, რომლებიც მედროვის ფსიქიკით და მომხვეჭველობის ვირუსით არიან შეპყრობილები, ასე რომ, როგორც ბიძია შექსპირი იტყოდა – ,,ცუდ ამბებს ვხედავ, კიდევ უარესს წინ ველოდები”, ( ფრთხილად, მამუკა, თხელ ყინულზე დააბოტებ ) ! 

ქეთი ხომერიკი 

,,GEO NEWS”-ის დამფუძნებელი

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor