• September

    14

    2026
  • 100
  • 0
სუს-ის ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი ოთხშაბათს უყრის კენჭს

სუს-ის ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი ოთხშაბათს უყრის კენჭს

გეკა გელაძე გადადის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ. უპირველეს ყოვლისა, მინდა, გეკა გელაძეს მადლობა გადავუხადო მისი საქმიანობისთვის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის რანგში და წარმატება ვუსურვო შემდგომ საქმიანობაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, სუს-ის ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურის კენჭისყრა პრალამენტში ოთხშაბათს გაიმართება.

„უკვე შემოსულია პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული წარდგინება, თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა, რომელსაც დღეს გადავცემთ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს. რეგლამენტიდან გამომდინარე, ვინაიდან ჩანიშვნა არის საჭირო კომიტეტის სხდომის, ოთხშაბათს დილით ჩაინიშნება კომიტეტის სხდომა ორდღიანი ვადის გათვალისწინებით და ოთხშაბათს გვექნება უკვე კანდიდატურაზე კენჭისყრა პარლამენტში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor