• September

    16

    2026
  • 30
  • 0
გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 წელი მიუსაჯა.

განაჩენის გამოცხადებას ესწრებოდა ბრალდებული ლილუაშვილიც. მან საბოლოო სიტყვის უფლებით გუშინ პროცესზე ისარგებლა და თქვა, რომ ბრძოლას სამართლებრივი გზით გააგრძელებს.

ლილუაშვილის ადვოკატები საქმეში მტკიცებულებათა არარსებობაზე მიუთითებენ. პროკურორის თქმით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ლილუაშვილმა ჩაიდინა წარდგენილი დანაშაული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი გასული წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი რამდენიმე ეპიზოდთან დაკავშირებით ედება. გამოძიება მას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და ქოლ-ცენტრების მფარველობას ედავება.

ლილუაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor