
ციხეში ,,ნაცების” მიერ ,,დავერბოვკებული” მდინარაძის ფიასკო ოცნებაში
მამუკია ღვანკითელის ტრაგიკომედია – როგორ გადაიქცა ახალგაზრდა გამომძიებლის კარიერული ოცნება ქართული პოლიტიკური ელიტის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბიოგრაფიად ?
არსებობს ადამიანების კარიერა, რომელიც თანამდებობების უბრალო ჩამონათვალია.
და არსებობს კარიერა, რომელიც ეპოქების ცვლილებასთან ერთად იცვლის ფერს, ფორმას, იდეოლოგიურ დეკორაციას და, ბოლოს, ფეხსაცმელსაც კი.
,,გენერალსინუსი” მამუკა მდინარაძის ისტორია სწორედ ამ მეორე კატეგორიას მიეკუთვნება.
ახალგაზრდა მამუკიას, როგორც ჩვენი პოლიტიკური ფელეტონის წარმოსახვითი ქრონიკა გვიყვება, ჯერ კიდევ ადრეულ წლებში ერთი დიდი კითხვა აწუხებდა :
როგორ მოხვდე იერარქიის შიგნით ?
საბჭოთა ეპოქაში პასუხი მარტივი იყო – პარტია.
და შესაძლოა, სწორედ მაშინ გაჩნდა ახალგაზრდა კაცის ცნობიერებაში ის ცნობილი შინაგანი ფორმულა :
„თუ თეთრმა მელამ შესძლო, მეც შევძლებ.“
მაგრამ ისტორია ვერ იტანს ზედმეტად თავდაჯერებულ გეგმებს.
საბჭოთა კავშირი დაინგრა.
პარტიული იერარქია გაქრა.
თეთრი მელაც თითქოს სადღაც გაუჩინარდა.
მაგრამ მამუკიას ამბიცია – არა.
როდესაც პარტია გაქრა, დარჩა იერარქიის სურვილი
1990-იანი წლების საქართველო სრულიად სხვა ქვეყანა იყო. საბჭოთა პარტიული კარიერის ნაცვლად ახალგაზრდა იურისტისთვის ახალი კარი სამართალდამცავ სისტემაში გაიხსნა.
ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, მამუკა მდინარაძე 1996–2001 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში სტაჟიორი იყო, ხოლო 2001–2004 წლებში – ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი. 2004 წლიდან ის ადვოკატთა ასოციაციის წევრი და ადვოკატია.
ანუ პირველი კარიერის ფორმულა დაახლოებით ასეთი გამოდიოდა :
სტაჟიორი → გამომძიებელი → ადვოკატი.
აქედან იწყება ის ეტაპი, როდესაც მამუკია უკვე თავად ხდება სხვისი პრობლემების „დამლაგებელი“.
და სწორედ ამ პროფესიულ წარსულში ეძებენ დღეს მისი პოლიტიკური ბიოგრაფიის ყველაზე საინტერესო პარადოქსს.
2004 წელი და ამბავი, რომელსაც ასაიდუმლოებენ ?
მდინარაძის ადრეულ კარიერაზე წლების განმავლობაში სხვადასხვა ამბავი და ბრალდება გავრცელებულა – მათ შორის, 2004 წელს აჭარის ყოფილი ლიდერის, ასლან აბაშიძის გარემოცვასთან დაკავშირებული პირების გათავისუფლებას და ამის სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის მიღებას უკავშირებდნენ.
ამასთან დაკავშირებით სანდო პირველ წყარო ან სასამართლოს დოკუმენტი, რომელიც ამ ბრალდებას ადასტურებს, თითოოროლაღაა.
ამიტომ ჩვენს მასალაშიც კი აუცილებელია ერთი წითელი ხაზი :
ლეგენდა – ლეგენდად, დადასტურებული ფაქტი – ფაქტად.
სხვა შემთხვევაში სატირა ძალიან ადვილად გადაიქცევა ჩვეულებრივ ცილისწამებად.
მაგრამ რაც დოკუმენტურად ვიცით, ისიც საკმარისად საინტერესოა :
ორთაჭალის ციხიდან გამოსული, 2004 წლიდან, მდინარაძე ადვოკატურაში გადადის და მომდევნო წლებში თანდათან ქმნის საკუთარ იურიდიულ კარიერას.
ოფიციალურ ბიოგრაფიაში ფიქსირდება „თბილისის იურიდიული ცენტრი“, „სამართლის მონიტორინგის ცენტრი“, „ადვოკატთა ალიანსი“, „ლიგალ კონსალტინგ გრუპი“ და 2015–2016 წლებში საკუთარი საადვოკატო კომპანია.
მოკლედ, გამომძიებლის დრო დამთავრდა.
დაიწყო ადვოკატის დრო.
ნაციონალური ხელისუფლების დროს – კუდ-თან დაკავშირებული ადვოკატი, შემდეგ კი ,,ქართული ოცნების” დროსაც კვლავ პროკურატურის ხაზით მომუშავე ადვოკატი.
აქ იწყება ბიოგრაფიის ყველაზე საინტერესო ირონია.
ადვოკატს, როგორც ცნობილია, პოლიტიკური პარტიის წევრობა არ სჭირდება იმისთვის, რომ ადამიანის ინტერესები დაიცვას.
მდინარაძეს კი მოგვიანებით მოუწია აეხსნა, რატომ აღმოჩნდა მისი კლიენტების სიაში იმ პოლიტიკური სამყაროს წარმომადგენლებიც, რომელსაც შემდეგ თავად პოლიტიკური ბრძოლის მთავარ ოპონენტად მოევლინა.
2025 წელს მდინარაძემ თავად დაადასტურა, რომ ვანო მერაბიშვილის ბიძის, ლევან თუმანიშვილის ადვოკატი იყო. მისი განმარტებით, თუმანიშვილი მისი ჯგუფელისა და მეგობრის მამა იყო და ამიტომ მის დაცვაზე უარს არ იტყოდა.
ეს თავისთავად ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ნაწილია.
მაგრამ პოლიტიკისთვის ასეთი დეტალები განსაკუთრებულად მადისაღმძვრელი მასალაა.
რადგან გუშინდელი კლიენტი შეიძლება ხვალინდელი პოლიტიკური მეტოქე გახდეს.
და გუშინდელი ადვოკატი – ხვალინდელი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ფიგურა.
ირაკლი კობახიძე – კურსელი, რომელიც თურმე მეგობარი არ ყოფილა ?
მდინარაძის პოლიტიკური კარიერის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი თავად მისგან ვიცით.
მან საჯაროდ გაიხსენა, როგორ დაიწყო მისი პოლიტიკური კარიერა :
კახა კალაძის ინიციატივით შეხვდა ირაკლი კობახიძესა და გიორგი კვირიკაშვილს.
კითხვაზე, იცნობდა თუ არა კობახიძეს, პასუხი იყო :
„ჩემი კურსელია, უბრალოდ არ ვმეგობრობდით.“
აი, აქ უკვე ქართული პოლიტიკური ბიოგრაფიისთვის თითქმის იდეალური კადრი გვაქვს.
ერთი აუდიტორია.
ერთი უნივერსიტეტი.
ერთი კურსი.
მაგრამ სხვადასხვა ორბიტა.
და შემდეგ – ისტორიის ირონია :
კაცი, რომელსაც მისივე აღწერით კურსელი ჰყავდა, მაგრამ მეგობარი არ ყოფილა, რამდენიმე წლის შემდეგ იმავე პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფიგურა ხდება.
მდინარაძისვე მონათხრობის მიხედვით, სწორედ კალაძესთან შეხვედრის შემდეგ შედგა მისი პოლიტიკური ჩართვა „ქართულ ოცნებაში“ და დაახლოებით ერთ თვეში მას პოლიტსაბჭოს წევრობაც შესთავაზეს.
ამიტომ პოლიტიკური კარიერის ყველაზე მოკლე ფორმულა თავად მდინარაძის მონათხრობიდან შეგვიძლია ავიღოთ :
კალაძის ზარი → კობახიძესთან შეხვედრა → პოლიტსაბჭო → პარლამენტი → უმრავლესობის ხელმძღვანელობა.
კახა კალაძე – კარი, რომელიც გაიღო ?
მდინარაძის პოლიტიკაში მოხვედრის ისტორიაში კახა კალაძე ცენტრალური ფიგურაა.
მდინარაძემ სხვა დროსაც განაცხადა, რომ კალაძე 2016 წელს მისი ერთ-ერთი მთავარი რეკომენდატორი იყო ირაკლი კობახიძესთან ერთად.
ამიტომ შეგვიძლია დავხატოთ პოლიტიკური კარიერის ყველაზე ლაკონური სურათი :
ადვოკატმა იპოვა პოლიტიკოსი.
პოლიტიკოსმა იპოვა კურსელი.
კურსელმა იპოვა პარტია.
პარტიამ კი – მამუკია.
კადრი რომელიც ახშობდა ქართული ეროვნული და მშვიდობის პოლიტიკის მხარდამჭერ მედიებს, რათა დაეფინანსებინა და კონვერტები ეგზავნა ყოველი ბინძური მჩხაპვნელებისთვის და პირადი ლოიალობა ეყიდა მათგან, რის მომაკვდინებელ გავლენას ქართული საზოგადოება დღემდე გრძნობს.
და მას შემდეგ უკვე ყველაფერი ძალიან სწრაფად წავიდა.
2016 — პარლამენტი.
2019 — საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.
2020 — ახალი პარლამენტი.
2024 — კიდევ უფრო მაღალი პოლიტიკური წონა.
2025 — სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.
2026 წელს კი მისი კარიერა კვლავ შეიცვალა და იგი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად და ვიცე-პრემიერად დაინიშნა.
საბჭოთა კავშირი რომ არ დანგრეულიყო, შესაძლოა ახალგაზრდა მამუკიას კარიერისთვის სრულიად სხვა სახელწოდების კაბინეტი ყოფილიყო საჭირო.
მაგრამ ისტორია მის მიმართ გულუხვი აღმოჩნდა.
და ბოლოს – Gucci ?
ნებისმიერი ქართული პოლიტიკური კარიერა სრულყოფილი ვერ იქნება, თუ მას საკუთარი ვიზუალური სიმბოლო არ ექნება.
ზოგისთვის ეს ჰალსტუხია.
ზოგისთვის – ჯიპი.
ზოგისთვის – ძვირადღირებული საათი.
მამუკა მდინარაძისთვის კი ერთ მომენტში ეს Gucci-ს ლოფერები გახდა.
მედიის ცნობით, მის მიერ გამოყენებული ლოფერები Gucci-ს იყო და მათი ფასი დაახლოებით 895 დოლარად იყო მითითებული.
და, აი, აქ პოლიტიკური ბიოგრაფია უკვე პოპ-კულტურად იქცა.
ადვოკატი, პარლამენტარი, უმრავლესობის ლიდერი, ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელი და უცებ საზოგადოებრივ მეხსიერებაში რჩება ფეხსაცმელი.
ზოგჯერ პოლიტიკოსის ყველაზე ხანგრძლივი პოლიტიკური მემკვიდრეობა არა სიტყვაა, არა კანონი და არა თანამდებობა – ფეხსაცმელია.
განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ფეხსაცმელი წყალში აღმოჩნდება.
სწორედ მდინარაძესთან დაკავშირებულ წყალში ჩავარდნის კადრებმა ლოფერები საბოლოოდ გადააქცია არა უბრალოდ ძვირადღირებულ აქსესუარად, არამედ ქართული პოლიტიკური პოპ-ფოლკლორის ერთ-ერთ ვიზუალურ მეტაფორად.
და ამ კადრს, ალბათ, გაცილებით მეტი ადამიანი დაიმახსოვრებს, ვიდრე პარლამენტის ტრიბუნიდან წარმოთქმულ ათეულობით განცხადებას.
მამუკიას ტრაგიკომედიის ფინალი ჯერ დაწერილი არ არის ?
მდინარაძის კარიერაში ყველაზე საინტერესო სწორედ მისი თანმიმდევრული ტრანსფორმაციაა :
სტაჟიორი გამომძიებელი.
გამომძიებელი.
პატიმარი.
ადვოკატი.
ადვოკატთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
პოლიტსაბჭოს წევრი.
პარლამენტარი.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.
ეფრეიტორიდან გენერალ ცხებულობამდე 8 თვიან დისტანციაში.
ვიცე-პრემიერი და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის მინისტრი.
ეს უკვე უბრალოდ ბიოგრაფია აღარ არის.
ეს ქართული პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს ერთი თავისებური ქრონიკაა – ქვეყნის, სადაც იდეოლოგიები იცვლება, ხელისუფლებები მოდიან და მიდიან, პარტიული ლოზუნგები ძველდება, მაგრამ იერარქიის მწვერვალზე მოხვედრის უნივერსალური სურვილი საოცრად სიცოცხლისუნარიანი რჩება.
და თუ ახალგაზრდა მამუკია ოდესღაც მართლაც ფიქრობდა :
„თუ თეთრმა მელამ შეძლო, მეც შევძლებ“,
დღეს ამ ფრაზას უკვე სხვა ირონია აქვს.
თეთრი მელა აღარ არის საჭირო.
საკმარისია კარგი იურიდიული კარიერა, სწორი ნაცნობობა, ერთი რეკომენდაცია, ერთი კურსელი, ერთი პარტია და, რა თქმა უნდა, კარგი ლოფერები.
მთავარია, ბოლოს წყალი არ შეგხვდეს – რომელშიც თავად შარდავდი, როცა გეგონა არავინ გიყურებდა.
დასასრულ, სრული სერიოზულობით ავღნიშნავთ, რომ სწორეთ ამ ფელეტონის გმირი კოლექტიური მამუკია ღვანკითელების უდიდესი ,,დამსახურებაა” იმაში, რომ ჩვენი ქვეყნის 100 ათასობით მოქალაქეს სრული ფრუსტრაცია ემართება ამ კატეგორიის სახეცვლილი კლოუნების ხელისუფლებაში გამართული ბოგინის შემხედვარეს.
ხომ თავიდანვე ყველა გონიერი ადამიანისთვის, ვინც კარგად იცნობდა, ცხადი იყო მამუკიას ზრახვები და ხელისუფლების სათავისაკენ ცოცვის ჟინი, და, რაც მთავარია, ამ ღვანკითელი ,,ჩვენი დროის გმირისათვის ” სრულიად არაფრისმთქმელი არ იყო ,,ქართული ოცნებისადმი” კუთვნილება, ის ასეთივე წარმატებით მოემსახურებოდა ,,ნაციონალურ მოძრაობას”, ან ბავშვიჭამიათა კავშირს, თუ ისინი იქნებოდნენ ხელისუფლებაში. ამიტომაც, ნუ დაგაბნევთ ამ მასალის ცოტა არ იყოს ირონიული შეფერილობა, მედროვეები იყვნენ და არიან ნებისმიერი სახელმწიფოებრიობის მთავარი კოროზიული ელემენტები, ვინც საქართველოსნაირ ქვეყნებს კი არა, რომის იმპერიის მაგვარ ქვეყნებს უთხრიდნენ ძირს. ასე რომ, ფრთხილად მეგობრებო, ფრთხილად და წინდახედულად, რომ ერთ მშვენიერ დღეს გუჩის ლოფერების ძეგლი არ აღიმართოს შუა ქალაქში !
( გაგრძელება იქნება )
ქეთი ხომერიკი
,,GEO NEWS”





