• September

    30

    2026
  • 30
  • 0
ლევან მაჭავარიანი – ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილის სტილში იბრალებს, თითქოს საქართველო მან ააშენა, ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ამ დონეზე დაეცა

ლევან მაჭავარიანი – ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილის სტილში იბრალებს, თითქოს საქართველო მან ააშენა, ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ამ დონეზე დაეცა

ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ამ დონეზე დაეცა, სააკაშვილის სტილში იბრალებს, თითქოს საქართველო მან ააშენა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილის კომენტირებისას განაცხადა.

„პირველ პირში საუბრობს, თითქოს ყველაფერი მისი გაკეთებულია. ეს მსუბუქად რომ ვთქვათ, მისი მხრიდან უსამართლოა ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გუნდის გაკეთებულია და ღარიბაშვილმაც, რა თქმა უნდა, თავისი წვლილი შეიტანა. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ წერილებში ხან ახსენებს იმას, თითქოს რაღაც იმალებოდა ადამიანის თვითმკვლელობის უკან. აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ზღაპარი იყო. თითქოს მისი დამსახურებაა დავით გარეჯის რუკების საქართველოში დაბრუნება, აღმოჩნდა, რომ ესეც ზღაპარი იყო. ახლა პირველ პირში საუბრობს, რომ ყველაფერი მისი გაკეთებულია და სააკაშვილის სტილში იბრალებს, რომ საქართველო მან ააშენა. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ამ დონეზე დაეცა. ვისურვებდი ასეთი ტიპის წერილები აღარ გააგრძელოს, რომელიც თავის თავს აზიანებს, ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ძალიან რთულად წარმოსადგენია ადამიანმა პოლიტიკურ დივიდენდებზე იფიქროს, როდესაც ბრალი აქვს აღიარებული და ამ ბრალის გამო სასჯელს იხდის.

„ის როგორი პოლიტიკური ქულების ჩაწერასაც არ უნდა ცდილობდეს, ჩემთვის ძალიან რთულად წარმოსადგენია ადამიანმა პოლიტიკურ დივიდენდზე იფიქროს, როდესაც ბრალი აქვს აღიარებული და ამ ბრალის გამო სასჯელს იხდის. მისი ბინიდან ამოღებულია ძვირფასი ნივთები, რამდენიმე მილიონი და განმარტება არ აქვს გაკეთებული, ეს ქონება საიდან მოიპოვა. შესაბამისად რაიმე პოლიტიკურ დივიდენდებზე საუბარი აქ ზედმეტია“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთი წერილი გამოაქვეყნა, სადაც იგი წერს : „საზოგადოებას მსურს, ფაქტებით შევახსენო, თუ რა ვითარებაში დავბრუნდი პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2021 წლის თებერვალში: ქვეყანაში იყო მწვავე პოლიტიკური კრიზისი, კოვიდპანდემია  ჩაკეტილი ქვეყანა, დაკეტილი ეკონომიკა, … ასეთ კრიზისში მყოფი ქვეყანა და გუნდი მიატოვა გახარიამ, როცა მოულოდნელი ღალატი ჩაიდინა და გადადგა. ხელისუფლება ჩამოშლის პირას იყო, მმართველი პარტია – დემორალიზებული“.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor