• October

    26

    2026
  • 49
  • 0
დიმიტრი პესკოვი – რუსეთის, უკრაინისა და შეერთებული შტატების მონაწილეობით დაგეგმილი სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებები არცერთ მხარეს არ უწესებს შეზღუდვებს სამხედრო მოქმედებების გაგრძელებაზე

დიმიტრი პესკოვი – რუსეთის, უკრაინისა და შეერთებული შტატების მონაწილეობით დაგეგმილი სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებები არცერთ მხარეს არ უწესებს შეზღუდვებს სამხედრო მოქმედებების გაგრძელებაზე

რუსეთის, უკრაინისა და შეერთებული შტატების მონაწილეობით დაგეგმილი სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებები არცერთ მხარეს არ უწესებს შეზღუდვებს სამხედრო მოქმედებების გაგრძელებაზე, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა უკრაინის მიერ ვორონეჟის ოლქზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი და უკრაინა კვლავ განაგრძობენ ერთმანეთზე დარტყმების განხორციელებას, მიუხედავად იმისა, რომ სამმხრივი მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში აბუ დაბიში ან შვეიცარიაში გაიმართება.

„სამმხრივი მოლაპარაკებების განახლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება სამხედრო ოპერაციების წარმოებაზე არანაირ შეზღუდვას არ ითვალისწინებს. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი შეიარაღებული ძალები აგრძელებენ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ და კვლავ ახორციელებენ მასშტაბურ და სისტემატურ დარტყმებს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე, ასევე სამხედრო და სამხედრო საქმიანობასთან დაკავშირებულ ობიექტებზე. კიევის რეჟიმიც, თავის მხრივ, კვლავ აგრძელებს შესაბამის მოქმედებებს“, – აღნიშნა პესკოვმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor