
პაატა სალია – ყირგიზეთს გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას საჯარო სერვისების, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მიმართულებით და იუსტიციის სახლების განვითარების კუთხით
საქართველოს პრემიერ-მინისტრის დელეგაციის ყირგიზეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს და ყირგიზეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ ყირგიზეთთან გაფორმებულ მემორანდუმსა და თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრა. „გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულება, სადაც ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ყირგიზეთის იუსტიციის სამინისტროსთან. შეხვედრა მქონდა ჩემს ყირგიზ კოლეგასთან, შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რათა ერთმანეთს გავუზიაროთ ის გამოცდილება, რაც გვაქვს დაგროვილი საჯარო










