
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
რუსეთში დიდი ბრიტანეთის საელჩოს დაცვის თანამშრომელი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს
რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა მოსკოვში დიდი ბრიტანეთის საელჩოს დაცვის თანამშრომლის დაკავების შესახებ განაცხადა, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო ღალატის მუხლით აღძრეს. უწყების მტკიცებით, დაკავებული საელჩოს თანამშრომლების, მათ შორის მათი მისამართებისა და გადაადგილების შესახებ ინფორმაციას აგროვებდა. ასევე, ის დიპლომატიური წარმომადგენლობის უსაფრთხოების სისტემას სწავლობდა. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მამაკაცი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინტერესებით მოქმედებდა და დავალებებს










