• September

    9

    2026
  • 165
  • 0
,,GEO NEWS”-ს ორგზის პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილისგან ფარული დაფინანსების მიღებას აბრალებენ

,,GEO NEWS”-ს ორგზის პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილისგან ფარული დაფინანსების მიღებას აბრალებენ

დღეს ,,GEO NEWS” ,,მეგობრულად” გააფრთხილეს…

როგორც აღმოჩნდა ჩვენს მიერ გამოცხადებული კოლეგიური თანადგომა ცნობილი ქართველი პატრიოტი  ჟურნალისტის დიტო ჩუბინიძის მიმართ, ისევე როგორც საქართველოში 35- წლიანი ისტორიის მქონე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გაზეთის ,,ასავალ-დასავალისადმი” მძიმე გადასახარშია მოქმედი პრემიერისა და მისი გარემოცვისთვის – სანათესავო იქნება ეს თუ ტროლ-ბოტ იდეოლოგები. 

ჩვენ პრინციპულად განუმარტავთ ყველა თავდამსხმელს – არ იქნება არც ერთი ნაბიჯი უკან, არავითარი კომპრომისი ჩვენი ღირსეული კოლეგების დაცვის გზაზე.

დღეს უკვე არაორაზროვნად გვამცნეს ,,კეთილისმსურველებმა”, რომ თუ ჩვენ კვლავაც საკუთარი პრინციპების სადარაჯოზე დავრჩებით, მაშინ ირაკლი ღარიბაშვილისგან ფარული დაფინანსების მიღებას დაგვაბრალებენ და ასეთი ხერხით მოახდენენ ჩვენს დისკრედიტაციას. ეს გაფრთხილება გაკეთებული იყო ისეთი ფორმით და ისეთი პირისგან, რომ ჩვენ აღნიშნულის მხილება გაგვჭირვებოდა, თუმცა კვლავაც ვამბობთ, რომ არც ადრე, არც ახლა და არც მომავალში ჩვენი დაშინება ვერავითარ სპეცსამსახურს ვერ გამოუვა, უფრო მეტიც, ,,GEO NEWS” კიდევ მეტი შემართებით დაიცავს საკუთარ პრინციპებს, ღირსეულ კოლეგებს და მამულიშვილურ გამოცემებს ყველა სახის უმსგავსო ადამიანებისგან ხელისუფლების რომელ ეშელონშიაც არ უნდა იყვნენ ისინი განთავსებულნი. 

ჩვენი მხარდაჭერა ,,ასავალ-დასავალს”, საზოგადოებას კი კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ სწორედ ის ყველა დროის მედროვეები ცდილობენ დაგვაბრალონ ღარიბაშვილის ქოლგის ქვეშ ყოფნა, რომელთაც პირადად არც ერთი ჩვენთაგანი არ იცნობს, რომლებიც სწორედაც რომ, ღარიბაშვილის მზეს ფიცულობდნენ და თავის დროზე მისგან მნიშვნელოვან ბენეფიტებსაც იღებდნენ.

და ბოლოს, ,,GEO NEWS”-ზე მსგავსი ზეწოლის გაგრძელების შემთხვევაში, ერთი მხრივ, სათანადო რეაგირებისთვის მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს და მეორე მხრივ, პერსონალურად დავასახელებთ და გავასაჯაროვებთ ყველა იმ კლოუნის ვინაობას, რომელიც დღესაც სახელისუფლებო ვერტიკალის სხვადასხვა სიმაღლეზე წურბელასავით წოვს საბიუჯეტო სახსრებს და ცდილობს ქართველი ხალხის მოტყუებას. 

,,GEO NEWS”-თვის ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების გარდა, ძალზედ ფასეულია ღირსეული მეგობრების თანადგომა და არა მარტო ლხინში, არამედ გასაჭირშიც. 

ქეთი ხომერიკი, ირაკლი კერესელიძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor