
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
სოზარ სუბარი – ძალიან იმატებს აზიის როლი ვაჭრობაში, იგულისხმება არა მხოლოდ ჩინური ტვირთები, არამედ ცენტრალური აზია უზარმაზარი სიმდიდრეებით, ამ მხრივ საქართველო ერთ-ერთი მთავარი დამაკავშირებელია
დღეს ჩეხეთს მართავს პოლიტიკური ძალა, რომლის ლიდერი – ანდრეი ბაბიში ატარებს სუვერენიტეტის განმტკიცების პოლიტიკას. ისინი ბრიუსელს ეწინააღმდეგებიან ყველაფერ იმაში, რაც არ არის ჩეხეთისთვის მომგებიანი და რითაც შეიძლება, ჩეხეთის ინტერესები ილახებოდეს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სოზარ სუბარმა განაცხადა. სუბარის თქმით, სწორედ ასეთი ევროკავშირისკენ მიისწრაფვის საქართველო და ასეთი მიზნით შეიქმნა ევროკავშირი.










