
საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 10 ნოემბრის 12:00 საათზე გაგრძელდება. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული, 9 ნოემბერს, 14:00 საათზე ჩანიშნული არსებითი განხილვის სხდომა ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო. მათივე ინფორმაციით, სხდომები გაგრძელდება 11, 12, 13 ნოემბერს 11:00 საათზე. „9 ნოემბერს 14:00 საათზე ჩანიშნული არსებითი განხილვის სხდომა










