
ბათუმში სდსს-ის დაარსებიდან 32 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ბათუმში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 32 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელთან, გენერალ-ლეიტენანტ ანზორ ჩუბინიძესთან ერთად, სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ზურაბ პატარაძემ










