
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე – აზერბაიჯანულ მხარესთან შეხვედრისას შევეხეთ საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხს, რომლის ნაწილია გარეჯის მონასტერიც და შესაბამისი ტერიტორია, შევთანხმდით, რომ დავაჩქარებთ პროცესებს
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე, ასევე ორმხრივ შეხვედრაზე ჩვენ შევეხეთ საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხს და ამის ნაწილია გარეჯის მონასტერიც და შესაბამისი ტერიტორია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მხარეები საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესის დაჩქარებაზე შეთანხმდნენ. „როგორც კომისიის სხდომაზე, ისე ორმხრივ შეხვედრაზე ჩვენ შევეხეთ საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხს და










