
მიხეილ სარჯველაძე – გაგრძელდება დიუშენის მედიკამენტების შესწავლა, თანხა არ იქნება დაზოგილი, როცა სამკურნალო საშუალებას რეალური ეფექტების მოტანა შეუძლია და ეჭვქვეშ არ დგას უსაფრთხოება
საკითხი არის სერიოზული, ეს უნდა განიხილებოდეს, მათ შორის, სპეციალისტების ჩართულობით, სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით. საჭიროა სიღრმისეული, მათ შორის, მეცნიერული შეფასება და გამოკვლევა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტების შესწავლის პროცესთან დაკავშირებით დასულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. სარჯველაძის თქმით, არანაირი თანხა არ იქნება დაზოგილი იმ შემთხვევაში, თუ ეჭვქვეშ არ დგას










