• May

    5

    2026
  • 77
  • 0
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ გაგა კირკიტაძე დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ გაგა კირკიტაძე დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გაგა კირკიტაძე დაინიშნა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახლად დანიშნულ მინისტრის მოადგილეს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

გაგა კირკიტაძე 2025 წლიდან დღემდე იკავებდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას. 2018-2020 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტებს, ხოლო 2020-2021 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე. სხვადასხვა პერიოდში მას ხელმძღვანელი პოზიციები ეკავა როგორც ფინანსთა, ისე თავდაცვის სამინისტროებში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor