
მიხეილ სარჯველაძე – დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების შესწავლის პროცესი ინტენსიურად გაგრძელდება, რა წამს იქნება საკმარისი საფუძველი და ბაზა გადაწყვეტილების მიღებისთვის, არავინ დააყოვნებს
საჯაროდაც შემიძლია, ყველას ვუთხრა, რომ ვისაც ობიექტურად, გულწრფელად აქვს კითხვები, საკითხის რეალურად შესწავლის სურვილი და არა ემოციებით მანიპულირების, შემიძლია, შევხვდე სამინისტროში, პირადადაც მივაწოდოთ პასუხები ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, – ამის საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. სარჯველაძის თქმით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტების შესწავლის პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. „რა წამს იქნება საკმარისი საფუძველი და










