
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას ბაქოში შეხვდა
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. მას აზერბაიჯანელმა კოლეგამ, გენერალ-პოლკოვნიკმა ქერიმ ვალიევმა უმასპინძლა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. კოლეგასთან შეხვედრამდე, გიორგი მათიაშვილი, დელეგაციის წევრებთან ერთად, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა მიიღო. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა ხელს უწყობს მყარი კავშირების ჩამოყალიბებასა და










