
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ჯო ბაიდენის განცხადებით, როგორც ჩანს, ღაზის საავადმყოფოზე დარტყმა არა ისრაელმა, არამედ „სხვა გუნდმა“ განახორციელა
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ, როგორც ჩანს, ღაზის საავადმყოფოზე დარტყმა არა ისრაელმა, არამედ „სხვა გუნდმა“ განახორციელა. ეს განცხადება ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის დაწყებისას გააკეთა. „ღრმად დამწუხრებული და აღშფოთებული ვიყავი ღაზაში საავადმყოფოს აფეთქებით და იმის საფუძველზე, რაც ვნახე, როგორც ჩანს, ეს სხვა გუნდმა გააკეთა, არა თქვენ“, – განაცხადა ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას.









