
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
საფრანგეთის ერთ-ერთ სკოლაში ცივი იარაღით თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა
საფრანგეთის ქალაქ არასში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში ცივი იარაღით თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, მოკლული ფრანგული ენის პედაგოგია, ხოლო დაშავებულებიდან ერთ-ერთი ფიზიკური აღზრდის მასწავლებელია. თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა. როგორც მედია წერს. ის ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეა. თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. გავრცელებული ცნობით, დაკავებულია თავდამსხმელის ძმაც.










