
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი – რეგიონში უსაფრთხოება რეგიონის ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ, არარეგიონული ძალების ყოფნა ეწინააღმდეგება რეგიონის მშვიდობას
რეგიონში უსაფრთხოება რეგიონის ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ, არარეგიონული ძალების არსებობა კი, ეწინააღმდეგება რეგიონის მშვიდობას, – ამის შესახებ ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა, გენერალმა მოჰამად ჰოსეინ ბაღერიმ თეირანში, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელთან, არმენ გრიგორიანთან შეხვედრისას განაცხადა. ირანელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა ბოლო დროს სომხეთში აშშ-ის სამხედროების მონაწილეობით წვრთნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არარეგიონული ძალების არსებობა არასტაბილურობას გამოიწვევს. ჰოსეინ









