
თბილისში ახალი, 70 000 გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება
თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის ხელშესაწყობად შექმნილმა კომისიამ 70 000 გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონის მშენებლობისთვის ტერიტორია შეარჩია. ახალი სტადიონი აეროპორტის მიმდებარედ, ლუგარის კვლევით ცენტრსა და შავი ზღვის უნივერსიტეტს შორის აშენდება. მთავრობის შესაბამისი განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მეგაპროექტის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. განკარგულებით სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებიც განისაზღვრა. ახალი სტადიონი საქართველოს










