
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სომეხ კოლეგასთან შეხვედრა გამართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. მინისტრმა სამუშაო შეხვედრა გამართა სომეხ კოლეგასთან, არპინე სარგსიანთან. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილური განვითარებისთვის მშვიდობისა და თანამშრომლობის აუცილებლობას. მათივე ცნობით, მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი საპოლიციო პარტნიორობის საკითხები განიხილეს. ამასთან, გელა გელაძემ










