
საქართველოს რკინიგზა – გურიაში უამინდობისა და დიდი თოვლის გამო მატარებლების რამდენიმე რეისი უქმდება
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, გურიაში არსებული უამინდობისა და დიდი თოვლის გამო მატარებლების რამდენიმე რეისი უქმდება. „კერძოდ: 24 თებერვალი – ოზურგეთი-თბილისი; 24 თებერვალი – ბათუმი-ოზურგეთი; 24 თებერვალი – რიონი-ქუთაისი-რიონი. შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მიმავალი მგზავრები, ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე მგზავრობენ. ხოლო რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე მგზავრობენ საგარეუბნო ელექტრომატარებლებით, რომელთა გრაფიკი მორგებულია თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებლის განრიგს. შესაბამისად,










