
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საპენსიო სააგენტოს 2024 წლის ექვსი თვის საქმიანობის ანგარიში მოისმინა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საპენსიო სააგენტოს 2024 წლის 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში მოისმინა, რომელიც სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ წარადგინა. მომხსენებელმა ისაუბრა საინვესტიციო და საოპერაციო საქმიანობის, ასევე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ და კომიტეტის წევრებს გააცნო ინფორმაცია დაგროვებითი საპენსიო სქემისთვის ძირითადი სტატისტიკური მონაცემების თაობაზე. „2024 წლის ივნისის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების 80.7% განთავსებული










