
ჯანდაცვის სამინისტრომ ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევების ჩამონათვალი და მომსახურების ტარიფები განსაზღვრა
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ, ექიმი ონკოლოგების, კლინიკების ჩართულობით, ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევების ჩამონათვალი და მომსახურების ტარიფები განსაზღვრა. სამინისტროს ცნობით, ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულება ონკოთერაპიისთვის საჭირო გამოკვლევებს თავად ადგენდა, ასევე ხშირ შემთხვევაში კვლევის ტარიფები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში განსხვავებული იყო. „ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, მოიხსნა ე.წ. სატარიფო არეალის პრინციპი და მომსახურება ყველა სამედიცინო დაწესებულებაში










