
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, ეროვნული გვარდიის ტერიტორიული თავდაცვის მე-10 და მე-20 ბრიგადის პირად შემადგენლობას ქვედანაყოფების დაარსების დღე მიულოცა. იუბილე თელავში, მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის სამხედრო ბაზაზე აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართა. მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადას ახალი პირადი შემადგენლობა შეემატა. ბრიგადის










