
მაასტრიხტში, საქართველოს პირველი საკოლექციო 8000-ევროიანი ბანკნოტის პრეზენტაციაზე, საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და ქართულ ღვინოს გაეცნენ
ნიდერლანდში, მაასტრიხტში ქაღალდის ფულის ყოველწლიურ გამოფენა MIF 2024-ზე პირველი ქართული საკოლექციო 8000-ევროიანი ბანკნოტი წარადგინეს. ქვეყნის პირველი საკოლექციო ევროს ბანკნოტის ლიმიტირებული გამოცემა 5 000 ცალია, შეიმუშავა და დააფინანსა კომპანია TRESURIUM-მა და შეიქმნა ევროპის ცენტრალური ბანკის თანხმობით. საკოლექციო ბანკნოტი მდიდარია სიმბოლური ელემენტებით, რომლებიც საქართველოს მრავალსაუკუნოვან, მდიდარ კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას განასახიერებს. დავით გარეჯის ლავრა, ალავერდის მონასტერი, ქართული










