
გიორგი ამილახვარი – 2024 წელს განათლებისა და მეცნიერების ბიუჯეტი უპრეცედენტო ნიშნულს, 2 მილიარდ 508 მილიონ ლარს მიაღწევს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში წარდგა. მინისტრმა განათლების სისტემის ყველა საფეხურზე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა და მეცნიერების სფეროს განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. სიტყვით გამოსვლისას გიორგი ამილახვარმა გაამახვილა განათლებისა და მეცნიერების სისტემის დაფინანსების ზრდის მნიშვნელობაზე. „საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს განათლების სფეროს განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს









