
ირაკლი ქარქაშაძე – საქართველო მყარად ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს ევროპის რეგიონში, რაც დადებითად აისახება ქვეყნის რეპუტაციაზე, ავიაციისა და ტურიზმის სექტორზე
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, ალმათიში გამართულ საავიაციო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაცის საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, ირაკლი ქარქაშაძემ საქართველოს აეროპორტებში საავიაციო უშიშროების მიმართულებით ბოლო წლებში გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საავიაციო უშიშროების აუდიტმა საუკეთესოდ შეაფასა. ,, ICAO-ს აუდიტმა აღიარა, რომ საქართველომ წარმატებით ჩააბარა










