
გიორგი ამილახვარმა პაველ ჰერჩინსკისთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და გაფართოების საკითხების დირექტორატის ხელმძღვანელს, ლორენს მერედიტსა და საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით მიმდინარე პროექტები, სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები განიხილეს. გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა ლორენს მერედიტსა და პაველ ჰერჩინსკის ნაყოფიერი თანამშრომლობისა და კანდიდატის სტატუსის










