
კახა კალაძე – ზაფხულისთვის თემქის ხევის პარკი დასრულებული იქნება, მსგავსი მასშტაბის რეკრეაციული სივრცე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მოწყობილა
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მის მოადგილესთან, ანდრია ბასილაიასთან ერთად თემქის ხევში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. „თემქის ხევი იყო ჭაობი. ახსოვთ აქ მცხოვრებ ადამიანებს, რა მძიმე მდგომარეობა იყო, განსაკუთრებით, ზაფხულის ცხელ დღეებში – სუნი და ანტისანიტარია. დღეს ხედავთ, რა მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ამხელა პარკი დედაქალაქში არასდროს აშენებულა. დაახლოებით 25 ჰექტარზე არის საუბარი. პროექტის ფარგლებში










