
მიხეილ სარჯველაძემ „ფსიქიკური ჯანმრთელობის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
„ფსიქიკური ჯანმრთელობა – სერვისები და თანამედროვე გამოწვევები“ – ჯანდაცვის მინისტრმა „ფსიქიკური ჯანმრთელობის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრის მიზანი ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და ცნობადობის ამაღლებასთან ერთად, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებულ სოციალურ სტიგმებთან ბრძოლაა. ღონისძიებაზე შეხვედრის მონაწილეებმა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა უფლებების დაცვაზე გამოვლენილ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის










