
ცესკო ამომრჩევლებს მოუწოდებს, გადაამოწმონ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში და გაიგონ, სად უნდა მისცენ ხმა
26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს. ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს მოუწოდებს, გადაამოწმონ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში და გაიგონ, სად უნდა მისცენ ხმა. „საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობის ზედა ზღვრის ზრდის გამო, გამსხვილდა ზოგიერთი საარჩევნო უბანი. შესაბამისად, ამომრჩეველთა ნაწილს ამ არჩევნებზე ხმის მიცემა










